„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა. თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარეა მიღებული. პარტიის ლიდერები პარლამეტში მსჯელობდნენ სამომავლო გეგმებზე და როგორც ცნობილი გახდა, 9 დეპუტატი შიმშილობას იწყებს.

შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი.

ცნობისთვის, პარლამენტთან აქციის გამართვას დღეს მოძრაობა „სირცხვილია აპირებს“.

შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.