ნიკა მელია: ხვალ, ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე

15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს.

„ხვალ, 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზემე. მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება! სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა!

გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა! პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ“, - წერს ნიკა მელია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ამავე თემაზე:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა