ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“ მუშაობას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ცნობით, მიზანი ნუმიზმატური მიმართულების განვითარებს და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციაა. ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს.

დავითის და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა - ვერცხლის მონეტები - 3000-იანი, ხოლო ოქროს მონეტები - 500-იანი ტირაჟით. ვერცხლის მონეტების ფასი 110 ლარია, ოქროს მონეტების - 1500 ლარი.

დავითის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათიდან. დავითის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათიდან.

თამარის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 3 დეკემბერს 10:00 საათიდან. თამარის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 8 დეკემბრის, 10:00 საათიდან.