ფულადმა გზავნილებმა რეკორდულ $1.9 მლრდ-ს მიაღწია

საქსტატმა დღეს 2021 წლის ოქტომბრის ფულადი გზავნილების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში გზავნილების სახით $206.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია.

ჯამურად, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ $1.9 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც 2020 წლის შედეგებს 26%-ით აღემატება. ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც $337 მილიონი გადმოირიცხა, მეორე ადგილზე $316 მილიონით იტალიაა, მესამეზე კი $234 მილიონის გზავნილებით აშშ იმყოფება.

საქართველოს უმსხვილესი დონორი ქვეყნების რეიტინგი:

1. რუსეთის ფედერაცია - $337.3 მილიონი, მატება წინა წელთან 16%2. იტალია - $315.8 მილიონი, მატება წინა წელთან 31%3. აშშ - $233.7 მილიონი, მატება წინა წელთან 32%4. საბერძნეთი - $200.7 მილიონი, მატება წინა წელთან 12%5. ისრაელი - $152.1 მილიონი, მატება წინა წელთან 19%6. გერმანია - $90.8 მილიონი, მატება წინა წელთან 56%7. თურქეთი - $88.1 მილიონი, მატება წინა წელთან 0%8. უკრაინა - $77.4 მილიონი, მატება წინა წელთან 13%9. აზერბაიჯანი - $71.2 მილიონი, მატება წინა წელთან 67%10. ესპანეთი - $45.7 მილიონი, მატება წინა წელთან 17%11. ყაზახეთი - $39.1 მილიონი, მატება წინა წელთან 169%12. საფრანგეთი - $30.9 მილიონი, მატება წინა წელთან 38%13. პოლონეთი - $26.7 მილიონი, მატება წინა წელთან 18%14. ყირგიზეთი - $19.5 მილიონი, მატება წინა წელთან 270%15. კანადა - $18.3 მილიონი, მატება წინა წელთან 27%16. გაერთიანებული სამეფო - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 17%17. ირლანდია - $16.7 მილიონი, მატება წინა წელთან 49%18. კვიპროსი - $13.3 მილიონი, მატება წინა წელთან 23%19. სომხეთი - $10.5 მილიონი, მატება წინა წელთან 8%20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.0 მილიონი, მატება წინა წელთან 20%.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა.