დმიტრო კულება: უკრაინამ და NATO-მ რუსეთის შესაკავებლად და უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს რუსეთის ყველა სცენარისთვის. დმიტრო კულებამ ხაზი გაუსვა კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობას.

„რთული სათქმელია, რა იქნება რუსეთის სცენარი. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა, უკრაინმა და NATO-ს მოკავშირეებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ რუსეთის შესაკავებლად და უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა კულებამ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამავე თემაზე:

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან, მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების სურვილი უკვე ვნახეთ