საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართებაამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების ეშინიათ და სავარაუდოდ, ეცდებიან, მიზეზად კვლავ „სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიტანონ“.

„დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობის შესვლაც გარეშე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის გარეშეც არის მისი მოთხოვნა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 16 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

მოგვიანებით, N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.