Reuters-ი: ბულგარეთში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა, ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ბულგარეთში წელს მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, ორი მეწარმის მიერ შექმნილი ახალი ცენტრისტური პარტია (25,5%) ლიდერობს.

Reuters-ი წერს, რომ ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში თვეობით გაგრძელებული პოლიტიკური ჩიხის დასრულების იმედები გაძლიერდა.

წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო ფრაგმენტული იქნება, ვიდრე აპრილსა და ივლისში, სადაც წარმოდგენილი იქნება შვიდი პარტია.

ბრიტანული სააგენტო წერს, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა 40%-მა მიიღო მონაწილეობა გართულებული ეპიდვითარებისა და ამომრჩევლის მხრიდან სკეპტიკური განწყობის ფონზე. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული GERB პარტია ხმების 22,2%-ით. მისი ათწლეულის მმართველობა აპრილის არჩევნებით, საზოგადოების აღშფოთების ფონზე, იმის გამო დასრულდა, რომ მან კორუფცია ვერ შეაჩერა.

ანალიტიკოსები კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად რთულ მოლაპარაკებებს ელიან.

ცნობისთვის, ბულგარეთში ასევე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც რუმენ რადევმა, ბორისოვის მკაცრმა კრიტიკოსმა, ხმების 49,4% მოიპოვა.

მედია: ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი იმარჯვებს