„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, ყველამ უნდა გამოხატოს პატივისცემა. ამასთან, მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ „პოლიტიკური მიზნებისათვის საქართველოს შიდა მდგომარეობა ადვილად არავის უნდა გამოაყენებინონ“.
„ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ ის, რომ სააკაშვილი არ სცემს პატივს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც იყო, ეს არ უნდა გახდეს წესი და რიგი, ანუ საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან.
ამავე თემაზე:
უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს