შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა.

„დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს დაუყოვნებლივ დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებ. რეგიონში გამოწვევების ფონზე, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირი მოწოდებულია, იმუშაოს პარტნიორებთან, დაძაბულობის განსამუხტად, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, - წერს შარლ მიშელი.

აზერბაიჯანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა