გერმანიის მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა

გერმანიის მარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა.

სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში.

განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროპა, რომელიც თავისი გაზის მესამედს რუსეთიდან იღებს, ებრძვის მზარდ ფასებს, რადგან კონტინენტი ზამთრის სეზონს უახლოვდება.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ Nord Stream-ი გაზრდის ევროკავშირის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე.

ბაიდენის მრჩეველი: რუსეთი ბუნებრივი აირის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასთან ახლოს არის