ბენ ჰოჯესი ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე: საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროპის ნაწილი

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში), საქართველოს ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს შეეხო.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ბენ ჰოჯესი აღნიშნავს, რომ „შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით“.

„ზოგადად, ვერიდები სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით ისეთი მეგობრის, როგორიც საქართველოა. თუმცა, შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით. მიუხედავად იმისა, ბრალი ედება თუ არა მას დანაშაულში, საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს პატივი სცენ და სურს, იყოს ევროპის ნაწილი. იმედგაცრუებული ვარ ამ სამარცხვინო საქციელით“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი.

ინტერვიუს სრულად ამ ბმულზე წაიკითხავთ