ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მისმა ადვოკატმა სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა.
სხვა ცნობები მისთვის უცნობია და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, გაასაჯაროოს ინფორმაცია ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე.
პარალელურად, პენიტენციური სამსახური ავრცელებს მოკლე ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის.
„სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ახლა არ ვიცი მისი მდგომარეობა.
მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა. 10 წუთია, რაც აიყვანეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.