აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს მოუწოდებს, უფრო გამჭვირვალე იყოს თავის განზრახვებთან დაკავშირებით და მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად ზომები მიიღოს.
„რაც შეეხება უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრაციას, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას.
ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუ რა მიზანი აქვს პრეზიდენტ პუტინს, თუმცა ძალების გადაადგილება ჩვენს ყურადღებას იპყრობს. რუსეთს მოვუწოდებ, უფრო გამჭვირვალე იყოს თავის განზრახვებთან დაკავშირებით და მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად ზომები მიიღოს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია“ , - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია