რუსეთის პრემიერ-მინისტრი სომხეთს ეწვია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი სამუშაო ვიზიტით ერევანს ეწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის დედაქალაქში მიშუსტინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) მთავრობათაშორის საბჭოს სხდომას დაესწრება.

„ამ შეხვედრის დღის წესრიგში დგას EEU-ს ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავების აქტუალური საკითხები“, - წერს მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ 17 ნოემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ისმოდა მოწოდება: „რუსეთო, წადი სახლში! ამერიკა, ამერიკა!“.

16 ნოემბერს, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ, რაც ასევე გააპროტესტეს აქციაზე.