უზბეკეთმა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბელარუსში საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა

უზბეკეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის, სირიის, იემენის, ლიბანის, ლიბიისა და ავღანეთის მოქალაქეებისთვის უზბეკეთის გავლით ბელარუსში ფრენა შეჩერებულია. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე ან იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ბელარუსში ბინადრობის ნებართვა. გასულ კვირას თურქეთის მთავრობამ ანალოგიური ნაბიჯები გადადგა.

ცნობისთვის, ევროკავშირი ბელარუსს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების გადაყვანაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი უბიძგებს მათ, არალეგალურად გადაკვეთონ პოლონეთთან საზღვარი. ევროკავშირი მის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ თავდასხმაზე“ მიუთითებს. ბელარუსი კრიზისის გაღვივებას უარყოფს.

ექსკლუზივი: NATO: ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანურია. კრიზისზე პასუხისმგებლობა ბელარუსს ეკისრება