დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა კატასტროფული

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა კატასტროფული. #18 დაწესებულების დატოვების შემდეგ ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა მისი გადაყვანა, არც ამაზე იტყვის უარს ხელისუფლება, თუმცა ეს კონსულტაციების და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„არ დავუშვებთ მძიმე შედეგის დადგომას და არც არეულობის შემოტანას, რომელიც ოპოზიციის შეძახილებში იგრძნობა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.მან კონსილიუმის შემოთავაზებას, რომ ექსპრეზიდენტი გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში, საყურადღებოა. მანვე ვარიანტებს შორის, სააკაშვილის გადაყვანა არ გამორიცხა.

მიხეილ სარჯველაძე: სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის. ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი