ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნევს. ელენე ხოშტარიასთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალი აბსოლუტურად მისაღებია.

„მე ახლა ექიმს ველოდები და გავყვები მის რეკომენდაციებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი დაეთანხმება სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას, რაც არა კრიზისიდან, თუმცა გადაჩეხვიდან გამოსვლის გზაა.

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.