ექიმმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

„დროას“ ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობს.

ექიმები სამედიცინო კვლევების პასუხებს ელოდებიან. რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმატოლოგი, ალექსანდრე მხარგრძელი აცხადებს, რომ ეს შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

„რეაბილიტაცია მოიცავს ინტრავენულ გადასხმებს, ვიტამინოთერაპიებს, ელექტროლიტურ კორექციას და ა.შ. პრევენციული ღონისძიებები უკვე მიმდინარებს, ველოდებით ანალიზებს და ამის მიხედვით მოხდება ანალიზებს კორექცია. [რეაბილიტაციის პროცესი] შესაძლოა, იყოს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, გააჩნია ანალიზებს“, - განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ცნობისათვის, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ 17-დღიანი შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა.

ხოშტარია სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანას ითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.