ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა

სამედიცინო პროცედურის გავლის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში დარჩება, რათა რუტინული სამედიცინო შემოწმება დაასრულოს.

„პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა, კარგ ხასიათზე იყო და უკვე განაახლა თავისი მოვალეობების შესრულება“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

ამავე თემაზე: აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით კამალა ჰარისი შეასრულებს