მედია: ბაქომ სომხეთს სამი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

ბაქომ სომხეთს სამი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, რომლებიც სამშაბათს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაიღუპნენ.

სომხური მედიის ცნობით, რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, 17 ნოემბერს, 18:30 საათიდან. სომხეთის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით სროლა შეწყდა, ვითარება შედარებით დასტაბილურდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

„პრემიერმა პუტინს დეტალურად გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული ბოლო მოვლენები. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნავს მედია სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით.