სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია

სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ ინფოს“ როგორც პარტიის არსებობას, ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს. გიორგი ბურჯანაძის თქმით, კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა. კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:ა. პრეზიდენტს; ბ. მთავრობას; გ. 30 დეპუტატს; ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება. რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად“, - წერს სახალხო დამცველის მოადგილე მისივე Facebook გვერდზე.

"ალტ ინფომ" პარტია დააფუძნა და თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს

პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით