კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებ, შესაძლებლობები გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს მიესალმა.

შესაბამისი ტექსტი ელჩის Twitter გვერდზე განთავსდა.

„მივესალმები გუშინ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა და ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო რჩება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამავე თემაზე

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია.