პაატა იმნაძე: ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა

ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა იქედან გამომდინარე, რომ ეპიდსიტუაცია დაძაბულია.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბულია. სამწუხაროდ, ყოველდღიურად 4 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, კვლავ მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. თუ ისევ მოიმატებს ავადმყოფების რაოდენობა, როგორც ზაფხულში გახდა საჭირო დამატებითი საწოლების მობილიზება, ე.წ. საველე ჰოსპიტლების სახის, შეიძლება, კვლავაც გახდეს საჭირო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 70 პაციენტი.