საქართველოში სულ 2 მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა

საქართველოში 21 ნოემბრის მონაცემებით სულ 2 095 168 აცრა ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაიცით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 106 359 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.9 %.

სრულად ვაქცინირებულია 979 607 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.

20 ნოემბერს 4 638 ადამიანი აიცრა. 19 ნოემბერს - 7 293. ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი ისევ დაბალია.

ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას.

ამავე თემაზე:

ჯანდაცვის სამინისტრო: 200-ლარიანმა დანამატმა, 60 წელს გადაცილებულებში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაზარდა