ვებ-გვერდ Downdetector-ის ინფორმაციით, Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.
სერვისთან წვდომისას პრობლემები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეექმნათ.
კერძოდ, მომხმარებელთა უმეტესობა (53%) შეტყობინებებს ვერ იღებს, სერვერთან წვდომა უჭირს მომხმარებელთა 31%-ს, 15%-კი აპლიკაციაში ავტორიზაციას ვერ ახერხებს.