ლუკაშენკო: თუ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტი გაჩაღდება, მასში NATO და რუსეთი ჩაერთვებიან

თუ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტი გაჩაღდება, მასში NATO და რუსეთი ჩაერთვებიან, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ BBC-სთან ინტერვიუში.

ლუკაშენკო: თუ ბელარუსის ტერიტორიაზე კონფლიქტი გაჩაღდება, მასში NATO და რუსეთი ჩაერთვებიან

ლუკაშენკოს თქმით, დასავლეთს ჯერ „არ გადაუხდია ფასი“ ბელარუსი ხალხისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს განცდილი დანაკარგებისთვის, მაგრამ უკვე ცდილობს ახალი ომის გაჩაღებას.

„თქვენ გესმით, რომ თუ თქვენ დაიწყებთ ომს აქ, ბელარუსში,NATO ჩაერთვება და რუსეთიც. ეს არის ბირთვული ომი", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსი ყოველთვის ცდილობდა მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„მოვაწყვე თუ არა რაიმე ბრძოლა პოლონელებთან, ლატვიელებთან, ლიეტუველებთან, უკრაინელებთან საზღვარზე? არასოდეს. აქ [დამოუკიდებლობის სასახლეში], უკრაინასთან დაკავშირებით, ნორმანდიის ოთხეულის სამიტი ჩატარდა და აქ ომი შეწყდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ექსკლუზივი: NATO: ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანურია. კრიზისზე პასუხისმგებლობა ბელარუსს ეკისრება