ევროპის რიგ ქვეყნებში კოვიდშეზღუდვებს აქციებით აპროტესტებენ

ევროპის რიგ ქვეყნებში კოვიდშეზღუდვებს აქციებით აპროტესტებენ. მაგალითად, ათიათასობით ადამიანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს აპროტესტებს. მომიტინგეების ნაწილმა პოლიციელებს ფოიერვერკი ესროლა, რომლებმაც თავის მხრივ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დემონსტრანტები ძირითადად ეწინააღმდეგებიან კოვიდსაშვის გამოყენებას, რაც უკრძავალავს არავაქცინირებულებს ისეთ ადგილებში შესვლას, როგორიცაა რესტორნები ან ბარები.

ნიღბების ტარების წესების გამკაცრებასთან ერთად, ბელგიელების უმეტესობას ასევე მოუწევს სახლიდან მუშაობა კვირაში ოთხი დღე დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ასევე იგეგმება ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაციის სავალდებულოობა.

ჰააგაში, ხალხმა პოლიციას ფოიერვერკი ესროლა და ველოსიპედები დაუწვა ჰააგაში, მას შემდეგ, რაც როტერდამში საპროტესტო აქციები ძალადობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პროტესტის ჩასახშობად, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

BBC წერს, რომ ათასობით დემონსტრანტი ასევე გამოვიდა ქუჩებში ავსტრიაში, ხორვატიასა და იტალიაში.

საფრანგეთმა კი კარიბის ზღვის კუნძულ გვადელუპეზე, არეულობის ჩასახშობად დამატებითი ძალები გაგზავნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ არეულობების ზოგიერთმა მონაწილემ სამართალდამცველების წინააღმდეგ „საბრძოლო მასალა“ გამოიყენა. მინისტრი „ტკიცე პასუხს დაჰპირდა მათ, ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ის "ძალიან შეშფოთებულია" კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო.

რეგიონულმა დირექტორმა, დოქტორმა ჰანს კლუგემ BBC-ს განუცხადა, რომ თუ ზომები არ გამკაცრდებოდა მთელ ევროპაში, მომდევნო გაზაფხულზე შეიძლება კიდევ დაფიქსირდეს ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილი. კონტინენტზე რიგი ქვეყნების მთავრობებს ახალი შეზღუდვები შემოაქვთ, ზიგიერთ ქვეყანაში გავრცელების მაჩვენებელი მზარდია.

ჯანმოს რეგიონული დირექტორი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის სამ ფაქტორზე მიუთითებს