შალვა პაპუაშვილი „ალტინფოს“ გაუქმებაზე საუბარს ფარისევლობად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმი შალვა პაპუაშვილი „ალტინფოს“ გაუქმებაზე საუბარს ფარისევლობად მიიჩნევს,

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „იმ ქვეყანაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის 10 - ზე მეტი ლიდერი არის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული და 30- მდე მაღალჩინოსანი, უმეტესობა ძალადობასთან დაკავშირებით, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე მელია და არაფორმალური თავმჯდომარე სააკაშვილი გასამართლებულები არიან სისხლის სამართლის წესით, საუბარი იმაზე, რომ რომელიღაც პარტია დარეგისტრირდება თუ არა, ფარისევლობაა“.

„ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ადამიანებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ სხვადახვა ფორმატში. ისმოდა საკითხი, უნდა აიკრძალოს თუ არ უნდა აიკრძალოს, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და ამ კანონმდებლობის მიხედვით მიიღებს იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებას. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოავლინა „ალტინფოსთან“ დაკავშირებულმა თემამ ის ფარისევლობა, რაც ჩვენს პოლიტიკაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაშია გაბატონებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია

ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას“, - წერდა ანა ნაცვლიშვილი მისივე Facebook-ზე.