26 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სოჭში უმასპინძლებს. კრემლის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართება და ის 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილ საზავო შეთანხმების წლისთავს ემთხვევა.
შეხვედრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო დროს განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჩატარდება.
კრემლის განცხადებით, მხარეები „რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ“. განსაკუთრებული ყურადღება კი სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენასა და განვითარებაზე გამახვილდება.
ვლადიმერ პუტინი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან.
ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან