გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა მზადაა, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭიროს

გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა მზადაა, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭიროს.

ამის შესახებ უკრაინული მედია კოალიციურ შეთანხმებაზე დაყრდნობით იუწყება.

„ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ვიმუშავებთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარებისთვის. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან, ევროკავშირთან უფრო დაახლოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროებში შემდგომი რეფორმების გზით", - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.

გერმანიაში „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაზე 24 ნოემბერს შეთანხმდნენ.

მთავრობის სრული შემადგენლობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის წევრები ევროინტეგრაციისადმი მხარდამჭერი ძლიერი გზავნილებით საქართველოში ჩამოვლენ.