ფრანგულმა მარეგულირებელმა ტექნოლოგიური გიგანტისა და ამერიკული უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზიის დაჯარიმების შესახებ განაცხადა. France24-ის ცნობით,
ჯარიმა გამოიწვია მომხმარებლის კომპიუტერზე სარეკლამო ფაილების (cookies) განთავსებამ წინასწარი თანხმობისა და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების გარეშე.
„cookie“ მომხმარებლის კომპიუტერულ ბრაუზერში შენახული მონაცემების მცირე ნაწილია, რომელიც ვებსაიტებს საშუალებას აძლევს, ამოიცნონ მომხმარებლები და დაიმახსოვრონ მათი წინა აქტივობები.
მარეგულირებლის განცხადებით, კომპანიებმა ასევე არ განათავსეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეთქვათ ფრანგ მომხმარებლეს უარი ასეთი ფაილის გამოყეებაზე.
Google-მა საპასუხო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ დადგენილი წესები და მარეგულირებლის მითითებელი გაირკვეველია და მუდმივად იცვლება.
თავის მხრივ, Amazon-მა განაცხადა, რომ არ ეთანხმება CNIL - ის გადაწყვეტილებას. „ჩვენ ვაკმაყოფილებთ მომხმარებლებისა და მარეგულირებლის მოლოდინებს და სრულად ვიცავთ ყველა მოქმედ კანონს ყველა ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ”, - ნათქვამია განცხადებაში.