წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალ შტამი „ომიკრონი“, ჯანმოს მიერ, „შემაშფოთებელ“ ვარიანტად ძალიან სწრფად კლასიფიცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინა შტამებისთვის კლასიფიკაციის მინიჭება უფრო ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ხდებოდა, ახალ შტამთან მიმართებით კი ეს ძალიან სწრაფად მოხდა. მისივე თქმით, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება და რეინფიცირების მეტი რისკი არსებობს, ამიტომ უნდა გაძლიერდეს მონიტორინგი სხვადასხვა შტამის ცირკულაციაზე.
„ბრიტანეთისა და ისრაელის გარდა სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა ახალი შტამი, ბელგიასა და გერმანიაშიც დაფიქსირებულია შემთხვევები. ლუგარის ლაბორატორიაში ვაწარმოებთ ზედამხედველობას ქვეყანაში მოცირკულირე შტამებზე. არის გარკვეული ინფორმაცია, სად შეიძლება ეჭვი მიიტანო, ეს შტამი არის თუ არა და იქ გაკეთდეს შემდგომი სექვენირება. ამის პროტოკილზე მუშაობენ ახლა, სად მივიტანოთ ეჭვი და შესაბამისად, უფრო მკაცრი ზედამხედველობა გვქონდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო მედიასთან.
კორონავირუსის ახალი შტამის გამო დაწესებული რეგულაციები ძალაშია
ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა