სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენიდან სამი დღის შემდეგ, „ომიკრონი“ უკვე ევროპის რიგ ქვეყნებში დადასტურდა. კოვიდინფექციის ახალი ვარიანტი გამოვლინდა იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და ჩეხეთში. „ომიკრონი“ დადასტურებულია ისრაელსა და ჰონგ-კონგშიც.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩაფრენილ 2 ავიარეისზე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდასტურდა.
ვირუსი დაფიქსირდა ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთშიც. ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ერთი შემთხვევა ქალაქ ჩელმსფორდში, მეორე კი ნოტინგემში დადასტურდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ორი ახალი ინფიცირების ფაქტი ერთმანეთთან არის კავშირში, ინფიცირებულების ოჯახის წევრები კი იზოლაციაში არიან.
რაც შეეხება შეზღუდვებს, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას აჩერებს. ანალოგიურ შეზღუდვებს აწესებს ევროკავშირი.
14 დღის განმავლობაში აუკრძალა უცხოელებს ქვეყენაში შესვლა ისრაელმა.
როგორია ვაქცინის მწარმოებლების რეაქცია, Novavax Inc-მა (NVAX.O) პარასკევს განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა თავისი ვაქცინის ახალ ვერსიაზე და მზად იქნება, ტესტირებისა და წარმოებისთვის მომდევნო რამდენიმე კვირაში. AstraZeneca-მ (AZN.L) ასევე პარასკევს განაცხადა, რომ იკვლევს ახალ კოროვირუსულ ვარიანტზე მისი ვაქცინის გავლენას და ამასთან იმედი აქვს, რომ ანტისხეულებისგან შექმნილი კომბინირებული პრეპარატი ეფექტურობას შეინარჩუნებს. Pfizer-ის შემქნელებმა არაერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ახალი ვაქცინის შექმნა 4 კვირაზე ნაკლებ დროში შეუძლიათ.
ჯანმომ ახალ შტამს „შემაშფოთებელი“უწოდა.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს.
ამავე თემაზე