ბიძინა კულუმბეგოვი „ომიკრონზე“: ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებაა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებად აფასებს. კულუმბეგოვი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოებს რეკომენდაციების დაცვისკენ.

„იმდენად სახეცვლილია, რომ, გარკვეულწილად, პრობლემები იქმნება არსებულ იმუნიტეტთან, იქნება ეს ხელოვნური თუ შეძენილი იმუნიტეტი. რეინფიცირების განვითარების ისევ მაღალი რისკი ექნებათ. ეს ახალი ტალღებით, ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხარო და რთული სცენარია.

პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან, ეს „ომიკრონი“ იქნება, „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი „რუსთავის2“-თან.

ამირან გამყრელიძე „ომიკრონზე“: რეინფიცირების რისკი მეტია