ჩეხეთის მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიციის ლიდერი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

ჩეხეთის მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიციის ლიდერი პეტრ ფიალა კვირას ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მან მილიარდერი ანდრეი ბაბიში შეცვალა.

პრეზიდენტი მილოშ ზემანი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ინვალიდის ეტლშია, ის უჩვეულო ცერემონიას უძღვებოდა თავისი პრაღის რეზიდენციიდან, რომელიც დაცული იყო ბარიერებით. პრეზიდენტს კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა.

ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამო თვე-ნახევარი იმყოფებოდა საავადმყოფოში, კორონავირუსის გამო კვლავ საავადმყოფოში შეაბრუნეს და გუშინ, 27 ნოემბერს გამოწერეს.

ამავე თემაზე:

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა