„ომიკრონის“ სიმპტომები ჯერჯერობით მსუბუქია, ამბობს BBC-სთან სამხრეთ აფრიკელი ექიმი, რომელმაც კოვიდინფექციის ახალი ვარიანტი დააფიქსირა.
ანჟელიკ კოეტზი აცხადებს რომ პაციენტებს, რომლებთანაც აქამდე ჰქონიათ კონტაქტი, „უკიდურესად მსუბუქი სიმპტომები“ აქვთ.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მმეტი დროა საჭირო, სანამ გავიგოთ დაავადების სერიოზულობა დაუცველი ადამიანებისთვის.
BBC წერს, რომ რაც უფრო დიდხანს გავრცელდება ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ახალი ვარიანტი გამოჩნდეს და საფრთხე შეუქმნას ვაქცინაციის პროგრამებს.
ექიმმა, რომელმაც აღმოაჩინა Covid19-ის ახალი ვარიანტი, ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ზედმეტად პანიკაშია, ხოლო სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვები უადგილოა.
ამავე თემაზე:
ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა