თეირანმა და ბაქომ თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის ირანის ტერიტორიის გავლით მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს

თეირანმა და ბაქომ თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის ირანის ტერიტორიის გავლით მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

შეთანხმებას ხელი მოეწერა ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების თანდასწრებით აშხაბადში, სადაც პრეზიდენტებმა მანამდე მოლაპარაკებები გამართეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რომ შეთანხმება ითვალისწინებს თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ირანის ტერიტორიის გავლით 1,5-2 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას.