კელი დეგნანი: მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. იმედი მაქვს მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა დღეს ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. ელჩმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და დღევანდელი პროცესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

„მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ასევე, იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამავე თემაზე

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება