მოსამართლემ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

„7 ნოემბრის საქმის“ სასამართლო პროცესზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ესწრება, შუამდგომლობა პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესახებ, მოსამართლემ დააკმაყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პროცესს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ესწრება, რომელიც აქამდე პროცესს ვერც პირდაპირი ეთერით გადასცემდა და ვერც ჩაწერილ მასალას აძლევდა მედიასაშუალებას, რადგან მას, როგორც ჟურნალისტი ამბობს, კამერის მეხსიერების ბარათის დროდადრო გარეთ გატანის საშუალებას არ აძლევდნენ.

მანამდე, „ტვპირველთან“ სატელეფონო ჩართვისას, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რომ სჯობს, ყველამ ღიად ნახოს პროცესი, ვიდრე შემდეგ უსაფუძვლოდ აკრიტიკონ და „ლანძღონ“ ის (მოსამართლე).

მასალაში გამოყენებულია პირველი არხის ფოტო

ამავე თემაზე

სააკაშვილის საქმის მოსამართლე: თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება