შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გადადგომის შემდეგ, თანამდებობაზე დაბრუნდა

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ხელახლა დაინიშნა თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა არეულობამ აიძულა, რომ გადამდგარიყო პოსტის დაკავებიდან რამდენიმე საათში.

ახალი კენჭისყრის დროს, დეპუტატებმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს მაგდალენა ანდერსონს მხარი კვლავ დაუჭირეს.

ის შეეცდება, ერთპარტიულ მთავრობას მომავალი წლის სექტემბრის არჩევნებამდე უხელმძღვანელოს.

ამავე თემაზე:

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა