ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ქვეყანას ევროპული ლიდერების რანგში გაიყვანს. ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10.5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში“,- განაცხადა თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა ექსპორტმა, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება.