BBC: კორონავირუსის ახალი შტამი ნიდერლანდებში უფრო ადრე გამოვლინდა, ვიდრე სამხრეთ აფრიკა „ომიკრონზე“ ინფორმაციას გაავრცელებდა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ნიდერლანდებში იმაზე ადრე იყო დაფიქსირებული, ვიდრე დღემდე ეგონათ.

BBC წერს, რომ ახალი შტამი (ორი შემთხვევა) ქვეყანაში 19-დან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გამოვლინდა, კერძოდ იქამდე, ვიდრე ამ ვარიანტის შესახებ პირველად, სამხრეთ აფრიკა გამოაცხადებდა. გაურკვეველია, იმყოფებოდნენ თუ არა ეს ადამიანები სამხრეთ აფრიკაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკიდან შესრულებული ორი რეისის შემდეგ, ეს ვარიანტი ნიდერლანდებში პირველად გავრცელდა.

ადრეული მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ Omicron-ს რეინფიცირების მაღალი რისკი აქბს, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება, ვიდრე ცნობილი გახდება, თუ როგორ აისახება ძლიერ მუტაციური ვარიანტი ვაქცინების ეფექტურობაზე.

ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა