თურქეთში, ისტორიაში პირველად, ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთი ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა. ამის შესახებ Anadolu იუწყება.

ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 28 ნოემბრის მონაცემებით, 22.6% შეადგინა.

მიღებული ელექტროენერგიის დღიური ჯამური მოცულობა კი 791,794 მეგავატ-საათია, საიდანაც 178, 964 მეგავატ-საათი ქარის ელექტროსადგურებზე მოდის.