ლატვიას სჭირდება აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა რუსეთის შეკავებისთვის და სურს, გააძლიეროს თავისი თავდაცვა ამერიკული Patriot-ის სარაკეტო სისტემით, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა.
„ჩვენ გვჭირდება დამატებითი საერთაშორისო დახმარება. ჩვენ ვისურვებდით, გვქონოდა შეერთებული შტატების (სამხედრო) მუდმივი წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში. საზღვაო და საჰაერო თავდაცვა ნიშნავს ძირითადად ისეთ სისტემებზე გადასვლას, როგორიცაა Patriot-ი“, - განუცხადა პაბრიკსმა Reuters-ს.
ამავე თემაზე
იენს სტოლტენბერგი: ისტორიაში პირველად, ბალტიის რეგიონში საბრძოლო მზადყოფნა გვაქვს