რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მინისტრები მკაფიო იყვნენ შეფასებაში, რომ NATO-ს გადაწყვეტილების შესახებ არ უნდა არსებობდეს გაუგებრობა ან არასწორი გათვლა.
„ჩვენ ერთად ვდგავართ ყველა მოკავშირის დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის აქტიურ შეფასებას და უზრუნველვყოფთ, ყველა საჭირო გეგმას. ამავდროულად, ვინარჩუნებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორი უკრაინის მიმართ. NATO-ს მიდგომა რუსეთის მიმართ უცვლელი რჩება.ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ თავდაცვის და შეკავების პოლიტიკას რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე.
ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რუსეთმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა NATO-სთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. და ხელახლა ჩაერთოს NATO-რუსეთის საბჭოში, მშვიდობისა და უსაფრთხოების სასარგებლლოდ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამავე თემაზე:
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს