NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი საქართველოში მისიას ასრულებს.
წარმომადგენლობის ცნობით, ოთხწლიანი მისიის განმავლობაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში (NLO) ორიენტირებული იყო ინსტიტუციების მშენებლობაზე, საქართველოს მედეგობის გაძლიერებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერაზე. მიუხედავად გამოწვევებისა, ამ წლების განმავლობაში NLO ხელს უწყობდა საქართველოს ძალისხმევას, რომლეც მიმართულია ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისკენ.
„დადგა დრო მოვემზადო გამგზავრებისთვის და დავემშვიდობო საქართველოს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩემი მისია საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა. ამ დასამახსოვრებელი წლების განმავლობაში ვიხილე საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობის ზრდა და განვითარება როგორც მასშტაბით, ასევე შინაარსობრივი კუთხით“, - ამბობს როსარია პუგლისი საქართველოსთან გამოსამშვიდობებელ სტატიაში, რომელიც Civil.ge-ზე განთავსდა.
Europetime-მა როსარია პუგლისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ივნისში ჩაწერა. სრულად ინტერვიუ შეგიძლიათ, ამ ბმულზე წაიკითხოთ.