NATO-ს ღია კარი ღია უნდა იყოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებების შეასრულების საჭიროებაზე მიუთითებს. მისი Twitter პოსტი NATO-ს საგარეო მინისტერიალს ეძღვნება.
„შესანიშნავია ჩვენი ახლო პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოს NATO-ს მინისტერიალზე ხილვა. ორივე პარტნიორის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა. ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებები. ღია კარი ღია უნდა იყოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“, - აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter გვერდზე.