უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს მოუწოდა, რუსეთის წინააღდმდეგ ეკონომიკური სანქცოები მოამზადოს, რათა შეაჩეროს ათიათასობით რუსული ჯარის შესაძლო შეჭრა, რომლებიც კონცენტრირებული არიან მის საზღვრებთან.
დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს ლატვიაში, მინისტერიალის მეორე დღეს, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის ჯარის თავმოყრას და თავიდან აიცილონ კრიზისის გაუარესება მოსკოვთან ურთიერთობაში.
„მოვუწოდებთ მოკავშირეებს, შეუერთდნენ უკრაინას შემაკავებელი პაკეტის შედგენაში”, - განუცხადა კულებამ ჟურნალისტებს რიგაში.
„ეს უნდა მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მომზადებას, იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, აირჩიოს ყველაზე ცუდი სცენარი“, - განაცხადა კულებამ და დაამატა, რომ NATO-მ ასევე უნდა გააძლიეროს სამხედრო და თავდაცვის თანამშრომლობა უკრაინასთან.
ამავე თემაზე:
იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაუჯდება