უკრაინას სჭირდება პირდაპირი მოლაპარაკებები მოსკოვთან, რათა დაასრულოს ომი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ დონბასის რეგიონში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ სიტყვით მიმართა პარლამენტს მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოუწოდა NATO-ს, მოამზადოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გააძლიეროს სამხედრო თანამშრომლობა კიევთან.
„სიმართლე უნდა ვთქვათ, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომის შეჩერებას ვერ შევძლებთ და დღეს ეს უკვე ყველამ, ყველა გარე პარტნიორმა აღიარა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობიილია, ზელენსკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცდილობდა, ეწარმოებინა მოლაპარაკებები პრეზიდენტსა და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შორის, მაგრამ მისი მოთხოვნები უგულვებელყოფილი იყო.
კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი არ არის წინააღმდეგი ზელენსკისთან მოლაპარაკებების იდეის, თუმცა მოსკოვს სურს შეხვედრისთვის მომზადებული სათანადო დღის წესრიგი.
„მე არ მეშინია მათთან პირდაპირი საუბრის, ჩვენ არ გვეშინია პირდაპირი დიალოგის, ჩვენ ვიცით, რომელი ევროპული ქვეყნები უჭერს მხარს უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და მხარი დაუჭირა სეპარატისტულ ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში.