პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება

მოსკოვი „აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან დიალოგით“ ითხოვს „კონკრეტულ შეთანხმებებს, რომლებიც გამორიცხავს NATO-ს ნებისმიერ შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით“, ასევე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიასთან იარაღის ისეთი სისტემების განთავსებას, რომლებიც მოსკოვში მუქარის შემცველად მიაჩნიათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა და აღნიშნა, მოსკოვს დასჭირდება არა მხოლოდ სიტყვიერი გარანტიები, არამედ "სამართლებრივი გარანტიები".

„დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს ნაკისრი ზეპირი ვალდებულებები, იგნორირება მოახდინეს რუსეთის შეშფოთების და ამას კვლავ განაგრძობენ. ჩვენ განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვთ. გვესმის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს როგორც რუსეთის, ისე ყველა ჩრდილოატლანტიკური სახელმწიფოების ინტერესებს. წყნარი, სტაბილური ვითარება ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ასეთი ვითარება სჭირდება ყველას, გამონაკლისის გარეშე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაუჯდება